Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ახტალა, ბახმარო, გონიო - რა დაავადებების სამკურნალოდ ვეწვიოთ საქართველოს კურორტებს
ambebi.ge
26 July 2017, 13:20
საქართველოს ყველა კუთხე სულ მცირე ერთი კურორტით მაინც არის ცნობილი. ზოგიერთ რეგიონში კი, როგორც მთის, ასევე ბარის რამდენიმე კურორტიცაა. სეზონების მიხედვით განსხვავებულია ტურისტთა აქტივობა. მათ რაოდენობას ხშირად ხარისხი, ინფრასტრუქტურა და ფასი განსაზღვრავს.

კურორტების ნაწილი ოთხივე სეზონზეა პოპულარული, ზოგი მათგანი კი სეზონურია. ტურისტული თვალსაზრისით აჭარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელ-რეკრეაციული ტიპის რაიონია ზამთრისა თუ ზაფხულის სეზონზე. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ ზღვაზეც და მთაშიც.

ზღვის კურორტებიდან პოპულარულია ქობულეთი, ბათუმი, სარფი, გონიო და კვარიათი. მის პოპულარობას კერძო და საოჯახო სასტუმროების მრავალფეროვნება განაპირობებს, სანაპირო ზოლში ოთახის დაქირავება საშუალოდ Advertisement 15 ლარიდანაა შესაძლებელი. თუმცა, არის ძვირადღირებული სასტუმროებიც.

ზღვის კურორტებს ხშირად მკურნალობის მიზნითაც სტუმრობენ. ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია და ენდოკრინული დაავადებები, შავი ზღვის კურორტი საუკეთესოა. უცხოელი ვიზიტორებისთვისაც ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

გურიაში რამდენიმე კურორტია, მათგან ყველაზე პოპულარული ურეკი და ბახმაროა, რომლებსაც ზაფხულის სეზონზე სტუმრობს დამსვენებელი.

ურეკი განსაკუთრებით კარგია მცირე ასაკის დამსვენებელთათვის, რადგან ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა. ურეკის ქვიშა ქმნის მაგნიტურ ველს და სამკურნალოა ისეთი დაავადებებისთვის, როგორებიცაა სისხლის მიმოქცევის ორგანოთა, ნერვული სისტემისა და სუნთქვის ორგანოთა დაავადებები, ტრავმის შედეგად დაზიანებული ძვლის აღსადგენად და სხვა. აქ საკურორტო სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. წაიკითხეთ გაგრძელება
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი